ჩინეთმა საფრანგეთიდან მგზავრების მიღება შეაჩერა. როგორც პეკინში განმარტეს, აღნიშნული ზომის მიღება საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, მანამდე ჩინეთმა მოგზაურების მიღება შეაჩერა დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ინდოეთიდან და ფილიპინებიდან.
პეკინში განაცხადეს, რომ შეზღუდვები „მიზანშეწონილი და სამართლიანია“ და აღნიშნეს, რომ მსგავს პრაქტიკას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 58 000 შემთხვევა გამოვლინდა.