ჩინეთმა პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაერო-ს სააგენტოს სამი მილიონი დოლარი შესწირა
ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაერო-ს სააგენტოს სამი მილიონი დოლარი შესწირა.
ჩინეთში აცხადებენ, რომ თანმიმდევრულად უჭერენ მხარს გაერო-ს მანდატების შესრულებაში და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაერო-ს სააგენტოს.
„მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩინეთს ამ წვლილისთვის. ჩვენ რეალურად ვხედავთ ჩინეთის მზარდ მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი ლიდერია მიწოდებაში და ლიდერია ჰუმანიტარულ სექტორში“, – განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა, ანტოონია მარიე დე მეომ.