ჩინეთმა მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო
ჩინეთმა მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო

ჩინეთმა მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო. ჩინური მედიის ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ძალების გემის მშენებლობა, შესაძლოა, 2021 წლისთვის დასრულდეს, რომელიც საფრენ გემბანზე ტრამპლინის ნაცვლად, ორთქლის გამშვებით იქნება აღჭურვილი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიარაღებაში ახალი ავიამზიდის მისაღებად რამდენიმე წელი იქნება საჭირო. სამხედრო თვითმფრინავებისთვის მფრინავების მომზადებას 2-3 წელი დასჭირდება.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩინეთი ფლოტის შექმნას ცდილობს, რომელსაც მოქმედება მსოფლიო ოკეანის ვრცელ მონაკვეთებზე შეეძლება.

დღესდღეობით, ჩინეთის არმიის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ავიამზიდი, „ლიაონინი“ ფუნქციონირებს, რომელიც საბჭოთა კრეისერ „ვარიაგის“ ბაზაზე შეიქმნა.

გასული წლის აპრილში ჩინეთმა წყალში თავისი მეორე ავიამზიდი შეუშვა, რომელიც საკუთარი წარმოების პირველი ხომალდია. როგორც მოსალოდნელია, ჩინეთის მეორე ავიამზიდი არმიის რიგებში სრულ ფუნქციონირებას მიმდინარე წელს დაიწყებს.