ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო
ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობის გახსნის გამო, ჩინეთმა ვილნიუსის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და დიპლომატიური ურთიერთობების საქმეთა დროებითი რწმუნებულის დონემდე შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი კანონიერი მთავრობაა.
საგარეო უწყებამ ლიეტუვას შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვილნიუსის ქმედება ჩინეთის საშიანაო საქმეებში ჩარევა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.
ტაივანის წარმომადგენლობა ვილნიუსში ხუთშაბათს გაიხსნა.