ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს პირადი დაცვის საშუალებები გადასცა
ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა.
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლი იანი პირადად დაესწრო.
„ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა, მზად ვართ, ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, – განაცხადა დიპლომატმა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.
საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. გარდა ამისა, 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.
ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.