ჩინეთმა ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ტურისტული ვიზის განმცხადებლებს აშშ-ში აღარ დასჭირდებათ ავიაბილეთის დაჯავშნა, სასტუმროს ჯავშანი ან მოსაწვევი წერილის წარდგენა.
პეკინმა პირველი დეკემბრიდან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში უვიზო რეჟიმი დააწესა.
უვიზო რეჟიმი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის მანძილზე, ამ ექვსი ქვეყნიდან ტურისტებს შეუძლიათ ჩინეთში ჩასვლა 15 დღემდე ვადით.