ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. ინფორმაცია ტელეკომპანია „ბიბისი“ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტია.

ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება.

ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.