ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები წელს ერთმანეთს პირისპირ მეორედ შეხვდნენ
ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები მიმდინარე წელს ერთმანეთს პირისპირ მეორედ შეხვდნენ. ლოიდ ოსტინისა და ვეი ფენგჰეს შეხვედრა კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ამას წინ უძღოდა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის სამსაათიანი მოლაპარაკებები.
ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებში დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებს შორისაა ტაივანის საკითხი, ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ასევე ჩინეთის აქტიურობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა აგვისტოს დასაწყისში ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, რაც ჩინეთის მიერ შიდა საქმეებში ჩარევად შეფასდა.