ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელარუსს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთში ვიზიტისას ლი შანფუ დაესწრება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას, სადაც ის სიტყვით გამოვა. ის ასევე შეხვდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს. ბელარუსში ყოფნისას ჩინეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდება ბელარუსის სახელმწიფო მეთაურს და სამხედრო მაღალჩინოსნებს.
აპრილში ლი შანფუ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რა დროსაც მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ განაცხადა. ივლისში ის შეხვდა პეკინში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურს.