ჩინეთის სკოლაში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის სკოლაში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სკოლაში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედია წერს, რომ ჩინეთის ქალაქ ქიქიჰარში სკოლა-გიმნაზიის ბეტონის სახურავი ჩამოინგრა.

უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:56 საათზე დაფიქსირდა, რა დროსაც გიმნაზიაში 19 ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად სახურავზე წყლის დაგროვება მოხდა, რამაც მისი ჩამონგრევა გამოიწვია.

„როიტერი“ წერს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებელი პირები დაკავებულები არიან.