ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა
ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა

ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი „მილიუსი“ ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პეკინში აცხადებენ, რომ შემთხვევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულების სიახლოვეს დაფიქსირდა, რის გამოც საბრძოლო მზაობა გაზარდეს და მიიღებენ ყველა ზომას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გასულ წელს ტაივანის კუნძულის გარშემო არსებული საკითხის გამო კიდევ უფრო დაიძაბა კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო. ტაივანს პეკინი, ერთი ჩინეთის პრინციპის თანახმად, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.