ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საბრძოლველად მზად არიან
ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საბრძოლველად მზად არიან

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საბრძოლველად მზად არიან, – ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“ წერს.

ჩინეთმა წვრთნები ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა.

„შეიარაღებული ძალები მზად არის, ნებისმიერ დროს იბრძოლოს ტაივანის დამოუკიდებლობისთვის და უცხოური ჩარევის მცდელობების დასაძლევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ სამხედრო სწავლება ერთგვარი გაფრთხილება იყო ტაივანისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ.