ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში სამი ადამიანი დააკავეს
ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში სამი ადამიანი დააკავეს. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები გერმანიის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობა.
გერმანული მედია წერს, რომ ბრალდებულები ეჭვმიტანილები არიან ჯაშუშობაში 2022 წლის ივნისამდე პერიოდში. გერმანიის სამი მოქალაქე, ჰერვიგ ფ. ინა ფ. და თომას რ. დააკავეს კრიმინალური პოლიციის ფედერალური ოფისის თანამშრომლებმა დიუსელდორფში და ბად ჰომბურგში. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულთა სახლებსა და სამუშაო ადგილებში.
გავრცელებული ცნობით, თომას რ. მოქმედებდა, როგორც ჩინეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის აგენტი. გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ბრალდებულმა მოიპოვა ინფორმაცია ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, რომლის გამოყენება შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის.
გერმანელი პროკურორები მიიჩნევენ, რომ თომას რ.-მ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენა ჰერვიგ ფ. და ინა ფ, რომლებიც მართავდნენ კომპანიას დიუსელდორფში.