ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ორ პროვინციაში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ორ პროვინციაში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

ჩინეთში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჩონგინგის მუნიციპალიტეტში ძლიერი წყალდიდობის გამო 15 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ჩონგინგის პროვიცნიიდან 2 600-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ხოლო სიჩუანის პროვინციიდან ევაკუირებულთა რიცხვი 40 000-ს აღემატება.

ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მომდევნო დღეებში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში.

ჩრდილოეთ ჩინეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე  განგაშია გამოცხადებული.