ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ჰიმალაის მთებში ინდოეთის ჯარისკაცებთან შეტაკებისას ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა
ჩინეთმა აღიარა, რომ გასულ წელს ჰიმალაის მთებში ინდოეთის ჯარისკაცებთან შეტაკებისას ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამხედროები უცხოელ ჯარისკაცებთან ბრძოლისას დაიღუპნენ, რომლებმაც ჩინეთის საზღვარი გადაკვეთეს.
ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გალვანის ველზე, ინდოეთის ლადახის რეგიონში მოხდა, როდესაც სამხედროები ერთმანეთს ქვებით და ლურსმნიანი რკინის ჯოხებით დაუპირისპირდნენ. სადავო სასაზღვრო ზონაში დაპირისპირება მსხვერპლით ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად დასრულდა.
თავის მხრივ, ინდოეთი დაპირისპირების დროს ოცი ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს.