ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პეკინთან კონტაქტების განახლებისთვის დალაი ლამამ პოლიტიკურ შეხედულებებს უნდა გადახედოს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დალაი ლამამ ჩინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების განახლებისთვის საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს უნდა გადახედოს.
„მთავარი ის არის, რომ მე-14 დალაი ლამამ ფუნდამენტურად და საფუძვლიანად უნდა გადახედოს თავის პოლიტიკური შეხედულებებს“, – აღნიშნეს უწყებაში.
ჩინეთსა და დალაი ლამას შორის, რომელიც 1959 წლის ტიბეტის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ინდოეთში გაიქცა, ოფიციალური მოლაპარაკებები 2010 წლის შემდეგ არის შეჩერებული.