ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი არ აქვს
ჩინეთს არ აქვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენ შუანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აშშ-ის არჩევნები, ქვეყნის შიდა საქმეა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს არჩევნებში მისი დამარცხებისთვის.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ აშშ-ის არჩევნები, აშშ-ის შიდა საქმეა. ჩინეთს არ აქვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი. ამავე დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს ხალხი არ ჩაითრევს ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში. საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს საერთო შეხედულებას ჩინეთის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლაზე და კორონავირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ ჩინეთის კონტრიბუციაზე“ – განაცხადა გენ შუანმა.