დონალდ ტრამპი - ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მე არჩევნები წავაგო
დონალდ ტრამპი - ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მე არჩევნები წავაგო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ „კოვიდ-19“-ზე რეაგირება არის მტკიცებულება, რომ პეკინში ყველაფერს იზამენ, რათა აშშ-ს პრეზიდენტად მეორედ აღარ აირჩიონ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, არჩევნების გადავადებაზე საუბარი ჯერ არ არის.

დონალდ ტრამპი ჩინეთს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პეკინს მსოფლიო უფრო ადრე უნდა გაეფრთხილებინა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „როიტერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ის ახლა პეკინის რეაგირებაზე საპასუხოდ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას განიხილავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოიყენოს დამატებითი სანქციები, ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

„ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მე ეს არჩევნები წავაგო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, პეკინში ტრამპის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურთ, რათა შედარებით შერბილდეს ჩინეთისთვის უკვე დაწესებული სანქციები.