ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვირუსთან ბრძოლის დროს ჩინეთი აშშ-ის მტერი არ არის
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს „ჩინეთი აშშ-ის მტერი არ არის“.
„ამერიკელები დარწმუნებულები უნდა იყვენ, რომ ჩინეთი მათი მტერი არ არის. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვოს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.
მათივე თქმით, „პანდემიის დროს ჩინეთზე თავდასხმა აშშ-ს კარგს არაფერს მოუტანს“.
„ჩინეთზე თავდასხმა ვერ დააბრუნებს დაკარგულ დროს და სიცოცხლეებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ პატივისცემით მოეკიდება ფაქტებს, მეცნიერებას და საერთაშორისო კონსენსუსს. მათ უნდა შეწყვიტონ ჩინეთზე თავდასხმა და პეკინის დადანაშაულება. შეწყვიტეთ უპასუხისმგებლო კომენტარები და ფოკუსირებული იყავით ვირუსთან ბრძოლასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში გამომძიებლების გაგზავნა მოითხოვა. კორონავიურისის გავრცლების საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ასევე მოითხოვა ავსტრალიამაც.