დონალდ ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიონ
დონალდ ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიონ

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიონ.

ეს განცხადება პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან, დიდი ხანია, ვსაუბრობთ მათთან. ჩვენ იქ ჩასვლა და ამ ყველაფრის გამოძიება გვინდა”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის პანდემია ჩინეთმა გამიზნულად დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, თუ ვირუსის გავრცელებაზე ჩინეთია პასუხისმგებელი, ამას აშშ-ის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

დატოვე კომენტარი