ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯოზეფ ბორელის ჩინეთში ვიზიტის გადადებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პეკინი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს.
„ჩინეთი დიდად აფასებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპულ მხარესთან ყველა დონეზე და ყველა სფეროში. ჩვენ მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ევროკავშირთან ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა.
ჯოზეფ ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა შეხვედროდა თავის ჩინელ კოლეგას და განეხილა „სტრატეგიული საკითხები,“ თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა გააუქმა ბორელის მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი.