ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა. ინფიცირებულებიდან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კიდევ 14 კი, კლინიკაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში 17 205-ს აღწევს. მათგან 2 269 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაიღუპა 361 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ აღრიცხულია ვირუსით დაავადების 149 შემთხვევა, დაიღუპა ერთი ადამიანი.