ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს

აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს, – ასე უპასუხა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა ჟურნალისტის კითხვას ნატო-ს სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ჩინეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„აშშ-მა არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს ჩინეთთან გამკლავება ე.წ. ძლიერის პოზიციდან, რაც ასახავს შეერთებული შტატების ქედმაღლობას და ჰეგემონიას. არ არსებობს ამქვეყნად აღმატებული ქვეყანა და არც ძლიერს უნდა ჰქონდეს სუსტის დაჩაგვრის უფლება. სხვა ქვეყნების ჩაგვრა მათი ე.წ. ძალაუფლების გაზრდის მცდელობით, არ შეესაბამება დროის სულისკვეთებას და ვერ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლინ ძიანმა.