ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვეწინააღმდეგებით სამხედრო ალიანსების უაზრო გაფართოებას და სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სივრცის შევიწროებას
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვეწინააღმდეგებით სამხედრო ალიანსების უაზრო გაფართოებას და სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სივრცის შევიწროებას

ვეწინააღმდეგებით სამხედრო ალიანსების უაზრო გაფართოებას და სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სივრცის შევიწროებას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საყოველთაო უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გასაღები არის უსაფრთხოების საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი კონცეფციის ადვოკატირება.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით და ერთმანეთის უსაფრთხოების ლეგიტიმური პრობლემების გათვალისწინებით. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გლობალიზაცია სწორი მიმართულებით წარიმართოს, წინააღმდეგობა გავუწიოთ მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტას, პატარა ეზოების და მაღალი ღობეების აშენებას, წინააღმდეგობა გავუწიოთ პროტექციონიზმსა და ცალმხრივ სანქციებს, ხელი შევუწყოთ სამართლიანი, გონივრული და გამჭვირვალე საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო განაწილების სისტემის მშენებლობას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.