ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გლობალიზაციის შეჩერების მცდელობებსა და პროტექციონიზმს მომავალი არ აქვს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გლობალიზაციის შეჩერების მცდელობებსა და პროტექციონიზმს მომავალი არ აქვს

ყოველწლიური ბრიფინგისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ გლობალიზაციას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო პროტექციონიზმის აღზევება მსოფლიოში ვეღარ მოხდება.

„გლობალიზაციას მეტად ინკლუზიური და ყველასთვის სასარგებლო განვითარება სჭირდება. გლობალიზაცია წარმოადგენს გარდაუვალ ტრენდს, რომელიც მსოფლიოს განვითარებასა და ადამიანთა პროგრესის ძლიერ ტალღა უზრუნველყოფს. გლობალური ეკონომიკა უამრავი წყაროსგან წარმოშობილი ოკეანეა და შეუძლებელია, წყაროების ერთმანეთისგან იზოლირება. გლობალიზაციაზე უარის თქმა და პროტექციონიზმის აღზევებას მომავალი არ აქვს“, – განაცხადა ვინ იმ.

ბრიფინგისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მულტილატერალიზმის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს იზოლაციის რეჟიმში წესრიგის შენარჩუნებას.

„აუცილებელია, დავიცვათ და წავახალისოთ მულტილატერალიზმი. „კოვიდ-19“-მა დაგვანახა, რომ არც ერთი ქვეყანა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, იზოლაციის დროს წესრიგს ვერ შეინარჩუნებს. როდესაც კატასტროფას ქაოსი მოჰყვება, უსაფრთხო დისტანციაზე მშვიდად ყოფნა ბოლოს აუცილებლად ცუდად მოუბრუნდება ყველას. დაცემულზე შეტევის განხორციელება, მხოლოდ თავდამსხმელის რეპუტაციაზე აისახება ცუდად. ქვეყნებისთვის პრობლემების მოგვარებაში დახმარების ნაცვლად, ეგოისტური ქცევა და ბრალის სხვაზე გადატანა, ქვეყნის ინტერესებსა და უფლებებს აზარალებს. მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე, სირთულეების გადალახვა მხოლოდ მულტილატერალიზმითა და სოლიდარობით არის შესაძლებელი.