ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ცვალებადი საერთაშორისო ლანდშაფტის ფონზე ევროპასა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა
ცვალებადი საერთაშორისო ლანდშაფტის ფონზე ევროპასა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ თანამშრომლობის სახე და სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც „როიტერი“ წერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის თანასწორი დიალოგი და პრობლემების კონსტრუქციული კომუნიკაციით გადაჭრა შესაძლებელია.
„ჩვენ დავრწმუნდით რომ ჩინეთსა და ევროპას შორის თანასწორი დიალოგი და პრობლემების კონსტრუქციული კომუნიკაციით გადაჭრა შესაძლებელია.“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროპა და ჩინეთი ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ და არა ინსტიტუციური კონკურენტები.
„ჩინეთსა და ევროპას შორის ინტერესთა ფუნდამენტური კონფლიქტი არ არსებობს და ჩვენ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს საერთო წარმატების პოზიტიური ციკლი და არა „ნოკაუტი“ რომლიდანაც მხოლოდ ერთი მხარე გამოვა გამარჯვებული“, – განაცხდა ვინ იმ.