ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს გლობალურ არენაზე სამეფო კარის თამაშების თამაში არ სურს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს გლობალურ არენაზე სამეფო კარის თამაშების თამაში არ სურს

ჩინეთს გლობალურ არენაზე სამეფო კარის თამაშების თამაში არ სურს, – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ვან იმ მოუწოდა ვაშინგტონს, პატივი სცეს ჩინეთის სუვერენიტეტს, ჰონგ კონგის ჩათვლით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ორი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა კონფრონტაციას თავიდან აიცილებს.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ აღარ შეეგუება პეკინის სავაჭრო პრაქტიკას. ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან არსებული სავაჭრო შეთანხმება ცუდია. ამერიკის პრეზიდენტი ჰონგ კონგში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ აშშ აკვირდება, როგორ გაართმევს ამ კრიზისს თავს ჩინეთი.