ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ თავიდან უნდა აიცილონ გარე ფაქტორების ჩარევა და გააფართოონ საერთო ინტრესები
ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ თავიდან უნდა აიცილონ გარე ფაქტორების ჩარევა და გააფართოონ საერთო ინტერესები,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ სამხრეთკორეელ კოლეგასთან, ჩო ტე იულთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრების შეხვედრა ლაოსში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ვან ის განცხადებით, ორმა ქვეყანამ უნდა ეძიოს საერთო ინტერესები და მეტი გააკეთოს ურთიერთნდობის გასაძლიერებლად.
დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო სტრატეგიულ კომუნიკაციას კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა შეშფოთება ჩინეთსა და რუსეთს შორის მზარდი კავშირების გამო და პეკინს მოუწოდა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს რეგიონში მშვიდობისთვის.