ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს კომუნიკაცია რუსეთთან, რათა რეალური წვლილი შეიტანოს კრიზისის დარეგულირებაში
ჩინეთი გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად, – ამის შესახებ ჩინეთის საგარო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს კომუნიკაცია და კოორდინაცია რუსეთთან, რათა რეალური წვლილი შეიტანოს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, – აღნიშნა ცინ განმა.
შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს. ჩინელი დიპლომატის თქმით, ეს ურთიერთობები ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით გამყარდა.
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ინდოეთში, გოაზე, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.