ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას, როგორიცაა ტაივანის საკითხი და შეწყვიტოს ქვეყნის საქმეებში ჩარევა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას, როგორიცაა ტაივანის საკითხი და შეწყვიტოს ქვეყნის საქმეებში ჩარევა

აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას და შეწყვიტოს ჩარევა ქვეყნის საქმეებში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ცინის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ შეძლებს ჩინეთთან ერთად ეფექტურად მართოს განსხვავებები და ხელი შეუწყოს კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა პატივი უნდა სცეს ჩინეთის მთავარ შეშფოთებას, როგორიცაა ტაივანის საკითხი. ამასთან, ცინის თქმით, იმედოვნებს, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები დასტაბილურდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუკონკრეტებია ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ 18 ივნისს პეკინს ეწვევა. ვიზიტი მიზნად ისახავს დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციას.