ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთმა და კანადამ ურთიერთობების ნორმალიზებას უნდა შეუწყონ ხელი, დაუბრუნდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების გზას
ჩინეთმა და კანადამ ურთიერთობების ნორმალიზებას უნდა შეუწყონ ხელი და დაბრუნდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისკენ გზას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თავის კანადელ კოლეგას მელანი ჯოლის პეკინში შეხვედრისას განუცხადა.
„ჩინეთ-კანადის ურთიერთობები წლების განმავლობაში განიცდიდა სირთულეებსა და რყევებს, რის ხილვასაც ჩინეთი არ ისურვებდა“, – განუცხადა კანადელ დიპლმატს ვან იმ, რომლის ციტატასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთსა და კანადას შორის ინტერესთა ფუნდამენტური კონფლიქტი არ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, ორმხრივი ურიერთობების შენარჩუნება და განვითარება ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებშია.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა დაიცავს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და სურს, აქტიურად განავითაროს ორმხრივი ურთოერთობები და გააძლიეროს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორebიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, კლიმატური ცვლილებები და ნარკოტიკebის კონტროლი.
ვან იმ და მელანი ჯოლიმ ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.
ჩინეთში ჯოლის სამდღიანი ვიზიტი ვან ის მიწვევით ხორციელდება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
ჩინეთსა და კანადას შორის ურთიეთობები მკვეთრად 2018 წელს დაიძაბა, როდესაც კანადაში Huawei-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს, ხოლო ჩინეთში, მოგვიანებით, კანადის ორი მოქალაქე.მოგვაინებით სამივე მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა კანადამ ჩინეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ჩინეთისა და კანადის ლიდერების ბოლო შეხვედრა 2022 წელს ინდოეთში შედგა, როდესაც პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალების გასაჯაროებაში დაადანაშაულა.