ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს - ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ასეთ შედეგზე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თქვენ ეს შეძელით, გააგრძელეთ ბრძოლა
ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვებას და ისტორიულ შედეგს ულოცავს. ამის შესახებ ჩინეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
„გილოცავთ ისტორიულ მიღწევას. ერთი გოლი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ამაზე, როდესაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა… თქვენ ეს შეძელით! გააგრძელეთ ბრძოლა!“ – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.