ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა — #1tvმეცნიერება
ჩინეთის რაკეტა Long March 5B-ის გამწევი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.
ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ინჟინერიის ოფისზე დაყრდნობით, სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა.
21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი.
ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას .
არავინ იცოდა, კონკრეტულად რა ადგილას შემოვიდაოდა რაკეტა ატმოსფეროში და გადაურჩებოდა თუ არა ამ პროცესში დაწვას მისი ნარჩენების რაიმე ნაწილი.