ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება
ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება

ჩინეთში, ქალაქ იანგჭოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს ჩამოვა. სამშობლოში ისინი დუბაის გავლით დაბრუნდებიან.

ამ დროის მონაცემებით, არც ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, თუმცა რა პრევენციული ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, ჯერ უცნობია.

რაც შეეხება უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ.

საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში კი საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებს სპეციალური სკრინინგისა და კითხვარების საშუალებით ამოწმებენ.