ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი უნგრეთს ეწვია. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დახვდა.
უნგრეთში სი ძინ პინი ორი დღით დარჩება და ხუთდღიან ევროპულ ტურნეს დაასრულებს.
ჩინეთის პრეზიდენტი შეხვედრებს ორბანსა და ქვეყნის პრეზიდენტთან, ტომაშ შუიოკისთან გამართავს.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრებზე ჩინეთისა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდებიან.
როგორც მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, სი ძინ პინი და უნგრეთის ოფიციალური პირები ვიზიტის დროს ხელს მოაწერენ, სულ მცირე, 16 ორმხრივ შეთანხმებას.