ჩინეთის პრეზიდენტი - „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები
ჩინეთის პრეზიდენტი - „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, სამარყანდში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციის წევრებმა უნდა დაიცვან მულტილატერალიზმი და უარი თქვან ნულოვანი ჯამის თამაშებზე და ჯგუფურ დაპირისპირებაზე.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და გრძელვადიანი გაუმჯობესების საფუძვლები არ შეიცვლება. ჩინეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, გადაამზადოს 2 000 სამართალდამცავი ოფიცერი წევრი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.