ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ვიზიტით მყოფ გერმანიის ვიცე-კანცლერთან შეხვედრა გააუქმა
ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ვიზიტით მყოფ გერმანიის ვიცე-კანცლერთან შეხვედრა გააუქმა

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა ჩინეთში ვიზიტით მყოფ გერმანიის ვიცე-კანცლერთან და ეკონომიკის მინისტრთან, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრა გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ველტი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჰაბეკს წარმოდგენა არ აქვს, რატომ არ შედგა შეხვედრა.

„ველტის“ ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ომი მწიფდება, რადგან ევროკომისიას სურს ჩინურ ელექტრომობილებზე სადამსჯელო ტარიფები დააწესოს. ევროკავშირი ამ განზრახვას ამართლებს კონკურენციის არათანაბარი პირობებით, რაც ჩინეთში მაღალი სახელმწიფო სუბსიდიების გამო ხდება. ჩინეთი უკვე დაიმუქრა კონტრზომებით. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ჩინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ჩინურ საქონელზე ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ტარიფები არ არის „დასჯა“ და ჩინეთთან პირობების გათანაბრებას ისახავს მიზნად. ჩინეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩინური კომპანიების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.