ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს ხვდება.
ჩინეთი და რუსეთი წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
მედიის ცნობით, ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე მსჯელობენ. მოგვიანებით ლი ციანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც შეხვდება.
რუსეთის შემდეგ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ბელარუსს ეწვევა.