ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე ერთი თვეა, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უკვე ერთი თვეა, „კოვიდ 19“-ის ვირუსით არავინ დაღუპულა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 91 ადამიანი მკურნალობს.
საერთო ჯამში, ჩინეთში ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დეკემბრიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით 82 933 ადამიანი დაინფიცირდა, 4 633 კი დაიღუპა.