ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ბიბისის ვორლდ ნიუსი“ აიკრძალა
ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ბიბისის ვორლდ ნიუსი“ აიკრძალა

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ბიბისის ვორლდ ნიუსი“ აიკრძალა. გადაწყვეტილება ჩინეთის ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა ჩინეთის ტელევიზიას ლიცენცია შეუჩერა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბიბისი ვორლდ ნიუსი“ სერიოზულად არღვევდა რეგულაციებს, რადგან არხზე გასული სიახლეები კითხვის ნიშნებს აჩენდა და ზიანს აყენებდა ჩინეთის ეროვნულ ინტერესებს.

ინგლისურენოვანი „ბიბისი ვორლდ ნიუსი“ ჩინეთის საკაბელო არხების ჩამონათვალში არ შედიოდა, თუმცა ის ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა სასტუმროებში.