ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„როიტერი“ ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი შემთხვევებიდან ოთხი შიდა გადაცემას უკავშირდება, რვა კი იმპორტირებულია.
პეკინში აცხადებენ, რომ შიდა გავრცელების შემთხვევები ჩინეთის ჩრდილოეთით, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დადასტურდა.
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით არავინ დაღუპულა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ 19“ 86 542 ადამიანს დაუდასტურდა, 4 634 კი დაიღუპა.