ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ 18 წლამდე მოზარდებს სმარტფონების გამოყენების უფლება დღეში, მაქსიმუმ, ორი საათით უნდა ჰქონდეთ
ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ 18 წლამდე მოზარდებს სმარტფონების გამოყენების უფლება დღეში, მაქსიმუმ, ორი საათით უნდა ჰქონდეთ

ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელ უწყებაში განაცხადეს, რომ 18 წლამდე მოზარდებს სმარტფონების გამოყენების უფლება დღეში, მაქსიმუმ, ორი საათით უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სურს, სმარტმოწყობილობების პროვაიდერებმა შემოიღონ ე.წ. მცირე რეჟიმის პროგრამები, რომლებიც 18 წლამდე მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომას 10:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აუკრძალავს.

16-დან 18 წლამდე მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა დღეში ორი საათით ექნებათ, რვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს – ერთი საათით, ხოლო რვა წლამდე ბავშვებს – მხოლოდ რვა წუთით.

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის განცხადებით, სერვისის პროვაიდერებმა მშობლებს უნდა მისცენ უფლება, აირჩიონ მათი შვილებისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინვესტორები ამ იდეით აღფრთოვანებულები არ არიან.