ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი ტიპის კორონავირუსით 974 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი ტიპის კორონავირუსით 974 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით 103 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთის მთავრობის ცნობით, 2222 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით სულ 31728 ადამიანია დაინფიცირებული.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ქალაქი უხანია, რომელიც სწორედ ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. ახალი ვირუსის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ჩინეთის გარდა კორონავირუსი მსოფლიოს 24 ქვეყანაში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.