ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, ევროპიდან გავრცელდა
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, ევროპიდან გავრცელდა.
პეკინმა გაასაჯაროვა პეკინში გავრცელებული ვირუსის გენომი და მკვლევრები ამბობენ, რომ ის ძალიან ჰგავს ევროპაში გავრცელებული „კოვიდ-19“-ის შტამს.
„შესაძლებელია, ვირუსი, რომელიც პეკინში გავრცელდა, უხანიდან ევროპაში ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა“, – განაცხადა „ფრანს პრესთან“ საუბარში ჰონგ კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან არსებული უნივერსიტეტის პროფესორმა ქოულინგმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო, ათასობით ადამიანს ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა. რამდენიმე უბანში კარანტინია გამოცხადებული, ხოლო სკოლების ნაწილი დახურულია.
როგორც ხელისუფლება იუწყება, ვირუსი პეკინის ერთ-ერთი სასურსათო ბაზრიდან გავრცელდა.