ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნება დართო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის აღწერის შემდეგ მიიღეს, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ იწარმოება.
„ბიბისის“ ცნობით, აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ზრდა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
გასულ წელს ქვეყანაში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 1960 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წელს ახალშობილთა რიცხვი 18 მილიონს შეადგენდა.
ცნობისთვის, აქამდე ჩინეთში წყვილს ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა.