ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდა
ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდა

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 23 იანვრის დილიდან ქალაქში მუშაობას შეაჩერებს აეროპორტი, რკინიგზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე შეწყდება ბორანის მიმოსვლა.

სწორედ 11-მილიონიანი ქალაქი უხანია კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს ქვეყნებმა აეროპორტებში დამატებითი შემოწმება დააწესეს.