ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ამბობენ, რომ მალე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან
ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამბობენ, რომ მალე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ქალაქ ციანზინში აცხადებენ, რომ საზოგდოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დღეებში სრულად აღდგება.
შესაბამისი გადაწყვეტლება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰუბეის პროვინციაში 67 760 ადამიანი დაინფიცირდა, 3 024 კი გარდაიცვალა.
ბოლო დღეების განმავლობაში პროვინციაში მდგომარეობა გამოსწორდა.
თუ რამდენიმე კვირის წინ, ერთ ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 1000-ს უთანაბრდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 17 იყო.