ჩინეთის გარდა, 28 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1402 შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 28 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 1402 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ვირუსი პირველად დაფიქსირდა ლიბანსა და ისრაელში. ლიბანში ვირუსი 45 წლის ქალს დაუდასტურდა.
ამასთან, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 და გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად, ირანში ვირუსით გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 29-მდე გაიზარდა.
საერთო ჯამში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 968-ს შეადგენს. გარდაცვლილია 2362 პაციენტი. ამ დროისთვის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 21 259-მა ადამიანმა.