ჩინეთის გადაწყვეტილებით, პეკინში დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პეკინში დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ახალი კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქალაქებიდან დაბრუნებულ ადამიანებს შეეძლებათ, კარანტინის პერიოდი საკუთარ სახლებში გაატარონ, ან სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას განთავსდნენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეგვიპტეში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი კორონარივუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1523-ს მიაღწია. დაინფიცირებულების რაოდენობამ კი 66 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის გარეთ, 24 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 500 შემთხვევა დაფიქსირდა.