ჩინეთის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკვებს რობოტი ურიგებს
ჩინეთის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკვებს რობოტი ურიგებს

ჩინეთში ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი და კარანტინში იმყოფებიან, საკვებს რობოტი ურიგებს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჰანჯოუს სასტუმროშია გადაღებული. რობოტს „პატარა მიწის თხილი“ ჰქვია.

ამასთან, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა.